ახალი ამბები

ირაკლი ფირცხალავა: ხუბულოვი იყო ვაჟკაცი და არ მიუცია სოდ-სთვის ინფორმაცია

4 თებერვალი, 2015 •
ირაკლი ფირცხალავა: ხუბულოვი იყო ვაჟკაცი და არ მიუცია სოდ-სთვის ინფორმაცია

პროკურატურის ვერსიით, “ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას”.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე 11 პირი დააკავა და საქმე გახსნილად გამოაცხადა.

 

დაკავებულები არიან: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. ხოლო ერთი პირის – შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას”,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ყველა ბრალდებულის ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულებისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება მოითხოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი