ახალი ამბებიეკონომიკა

2019 წლის ივნისში ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა – საქსტატი

31 ივლისი, 2019 • 2875
2019 წლის ივნისში ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, 2019 წელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით (%)

საქსტატის ცნობით, 2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მრეწველობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში.

როგორც საქსტატიდან გვაცნობეს, კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში.

ფასების სტატისტიკის მაჩვენებლები

საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მაჩვენებლები 2019 წ. იანვარი-ივნისი

საქონლით საგარეო ვაჭრობა, 2019 წელი

(მლნ. აშშ დოლარი)

სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლები

დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 2019 წელი (%)

სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები, 2019 წელი

(მლნ. ლარი)

საბანკო სფეროს მთლიანი გამოშვება, 2019 წელი

(მლნ. ლარი)

საქსტატის ცნობით, აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, საქსტატის ინფორმაციით, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. საქსტატი აღნიშნავს, რომ ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი