ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი რუსეთს გიუმრის ფაქტზე საქმის გამოძიების გადაბარებას სთხოვს

4 თებერვალი, 2015 • • 1043
სომხეთი რუსეთს გიუმრის ფაქტზე საქმის გამოძიების გადაბარებას სთხოვს

“გენერალურმა პროკურორმა, კოსტანიანმა იხელმძღვანელა რუსეთის ფედერაციასა და სომხეთს შორის სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების ყოფნასთან დაკავშირებით იურისდიქციისა და ურთიერთსამართლებრივი დახმარების საკითხების შესახებ შეთანხმების მეექვსეე მუხლით და რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორს, ჩაიკას შუამდგომლობით მიმართა, რომ სომხეთის სამართალდამცავ ორგანოებს გიუმრიში 12 იანვარს სომხეთის შვიდი მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება გადაეცეს”, – ნათქვამია სომხეთის პროკურატურის განცხადებაში. 


 

12 იანვარს, ღამით, ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი მოკლეს. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, ექვსი თვის სერჟ ავეტისიანი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერევანში 19 იანვარს გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვია, რომელმაც სომხეთის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, მკვლელობა აღიარა. პერმიაკოვი დაპატიმრებულია და გიუმრიში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე იმყოფება. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული – დეზერტირობისთვის და მკვლელობისთვის.

 

 

 

მომხდარიდან ორი დღის შემდეგ სომხეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პერმიაკოვი რუსეთის მოქალაქეა და მისი გადაცემა სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ მოხდება. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  
   



მასალების გადაბეჭდვის წესი