მათ გააპროტეტსეს ყოფილ ძალოვნათა პოლიტიკური დევნა. აქციის მონაწილე, სამართლადამცავთა უფლებების დაცვის ლიგის წევრი ზაზა ჭაია ამბობს, რომ ყოფილ პოლიციელთა დაკავება პოლიტკური დევნაა.
“პოლიციელთა დაკავებაზე გაცხადებული იქნა პოლიტიკოსების მიერ, დეპუტატების მიერ, მინისტრების მიერ, პროკურატურას მიაწოდეს სამუშაო ვერსია, მიაწოდეს სახელები და გვარები, დაუწესეს ვადები პოლიციელთა დაკავების. განჩინება, რაც წავიკითხეთ, არის პოლიტიკური განცხადება და მას სამართალწარმოებასთან საერთო არაფერი აქვს,”- ამბობს ჭაია.
აქცია 15 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციაზე მიმართვა წაიკითხა სამართალდამცავთა ლიგის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი ქადაგიძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მთავრობის დროს იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი.
“გვინდა მოვუწოდოთ იმ მოსამართლეს, რომელმაც ხვალ უნდა განიხილოს ჩვენი მეგობრების, ქართველი პოლიციელების აღკვეთის ღონისძების საკითხი, არ შეუშინდეს არანაირ ზეწოლას, ვინაიდან ეს ბიჭები იბრძოდნენ ქვეყნის კეთილდღეობისთვის, თითოეული ქართველის სიმშვიდისთვის და არანაირი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი ეს ბიჭები არ ყოფილან,” – წერია მიმართვაში.
ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეზე, რომელიც “კორტების სპეცოპერაციის” სახელითაა ცნობილი, პროკურატურამ გახნილად გამოაცხადა და 11 პირი დააკავა.