ნეტგაზეთი | ურეკთან მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდინილი მუშა რეანიმაციაში რჩება ურეკთან მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდინილი მუშა რეანიმაციაში რჩება – Netgazeti

ურეკთან მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდინილი მუშა რეანიმაციაში რჩება

ურეკთან, კაპროვანის დასახლებაში მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი მუშა საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც ნეტგაზეთს საავადმყოფოს პრესსამსახურში უთხრეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაბა ურეკში, კაპროვანის დასახლებაში მშენებარე სასტუმროდან ორი მუშა გადმოვარდა, რომელთაგან ერთი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე შინაგან სამქეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.