ახალი ამბები

თუშეთში ავარიის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი გარდაიცვალა

27 ივლისი, 2019 • 1076
თუშეთში ავარიის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი გარდაიცვალა

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი, გარდაიცვალა.

მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხევიდან 3 დაშავებული მოქალაქე ამოიყვანეს, სულ სხეულის სხვადასხვა დაზიანება კი სულ ხუთმა ადამიანმა მიიღო.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს.

“გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. საქმესთან დაკავშირებით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,“ – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი