ახალი ამბები

თუშეთში ავტობომილი, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა

27 ივლისი, 2019 • 1186
თუშეთში ავტობომილი, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, ხევში გადავარდა

თუშეთის გზის 23-ე კილომეტრზე მანქანა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

ინფორმაციას ადასტურებენ როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში, ასევე შსს-ში, თუმცა, მგზავრების ოდენობაზე და მათი ჯანრმთელობის მდგომარეობაზე, დამატებით ინფორმაციას ვერ იძლევიან.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომობილში ათზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.

საგანგებო სიტუაციის განცხადების მიხედვით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და 2 სამაშველო ეკიპაჟი.

“ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები,“ – ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი