სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის წევრები და ტელეკომპანიების წარმომადგენლები ერთმანეთს გადაცემების ანონსში სპონსორის დასახელების საკითხზე დაუპირისპირდნენ, თუმცა დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემელაძემ ტელეკომპანიების რეკომენდაცია გაითვალისწინა. კანონპროექტის მეორედ განხილვის დროს გადაწყდა, რომ ტელეკომპანიები 1 საათის 20%-ს (12 წუთი) რეკლამისთვის და 5%-ს (3 წუთი) ანონსში სასპონსორო განცხადებებისთვის გამოიყენებენ.  

 

ტელერეკლამის და სპონსორობის განთავსების საკითხთან დაკავშირებით მაუწყებლების შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებული და კანონპროექტში ასახულია, ეს განცხადება კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ და ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძემ გააკეთეს:  

 

“ყველა საკითხი, რომელიც დაისვა ტელეკომპანიების მიერ კანონპროექტოის განხილვების დროს, მეორე მოსმენით არის გათვალისწინებული. კონკრეტულ ტექსტთან შენიშვნები არ არსებობს. ერთადერთი განსხვავებული პოზიცია აქვს “რუსთავი 2″-ს, რომელიც არ ეთანხმება ამ კანონმდებლობის ამოქმედების ვადას. დანარჩენი ყველა საკითხი გათვალისწინებულია. კანონის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში იქნება საათში 25% დაშვებული რეკლამასა და სპონსორობაზე” -განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ. 

 

“იყო შენიშვნა, რომ გაუქმდეს კომერციუული რეკლამის განთავსებისთვის დადგენილი 15%-იანი ზღვარი – გაუქმებულია და შენიშვნა გათვალისწინებულია. გათვალისწინებულია მოთხოვნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სპონსორობის უფლება აეკრძალოს. ასევე გათვალისწინება მოხდა იმ მოთხივნისა, რომ პროექტი პარლამენტს დაჩქარებული წესით არ განეხილა. ახალი ამბების რეკლამით ჭრა 30 წუთის ნაცვლად დასაშვები იქნება 15 წუთში. გათვალისწინებულია ისიც, რომ საშეღავათო პერიოდით სპონსორობისთვის დაწესდეს დამატებით 90 წამი. ერთი წლით გადავადდეს რეკლამის განთავსებისთვის დადგენილი 20%-იანი ლიმიტი სამაუწყებლო საათში, ეს ნაწილობრივ არის გათვალისწინებული და ამაზე მიდის საუბარი”- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. 

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის იურისტის თამთა მურადაშვილის შეფასებით, ვადები, რომელსაც ასოცირების შეთანხმება “მაუწყებლის შესახებ” კანონოის შედეგად განსაზღვრული ცვლილებებისთვის ადგენს,  დარღვეულია: “კერძოდ, გვაძლევს 20%-იან საათობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით 5-წლიან ვადას, რომელიც აღნიშნული რედაქციით უკვე აპრილში შევა ძალაში. შესაბამისად, მაუწყებლებს  არ აქვთ გონივრული ვადა, რომ ეტაპობრივად ადაპტაცია შეძლონ და შესაბამისი ცვლილებები განახორციელონ ბაზარზე. ეს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს “რუსთავი2″-ს და სხვა ტელეკომპანიებსაც.  ანონსებთან დაკავშირებით დირექტივა რაიმე შეზღუდვებს არ იცნობს. ეს სხდომაზე აღიარეს მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებმა. თუმცა, ამავე დროს, მათ არ უნდათ კანონში ისეთი დეფინიციის ჩაწერა, რომლითაც რაიმე ფორმით აღიარებული იქნება ანონსების არსებობა. შესაბამისად, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ დირექტივა შეესაბამება სტანდარტებს და მეორე მხრივ, უნდათ დააწესონ ისეთი ჩანაწერი კანონში, რომ მოხდეს ანონსების აკრძალვა.”

 

ტელეკომპანია “კავკასიის” ხელმძღვანელი ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ დარგობრივმა კომიტეტმა მაუწყებლების ბევრი შენიშვნა გაითვალისწინა:”დესტრუქცია და აჟიოტაჟი გამოიწვია კომუნიკაციების კომისიამ, რომელიც ასევე მონაწილეობდა ამ კანონპორექტზე მუშაობის პროცესში. დღეს მიღებული ცვლილებებით ანონსებში სპონსორის მოხსენიება შესაძლებელია. პირველი მოსმენით  მიღებული პრინციპი, რომ რეკლამა 1 სათში 20% უნდა იყოს, არ შეიცვლება. პრაქტიკაში ეს ყველაფერი იმუშავებს, მაგრამ რა მოხდება ბაზარზე, რთულად პროგნოზირებადია. 2016 წლის 15 იანვრიდან მოქმედებს ახალი ნორმა, რომელიც სხვაგვარად დაარეგულირებს ბაზარს.” 

 

დარგობრივი კომიტეტის ინდორმაციით, “მაუწყებლობის შესახებ” კანონში მიღებიულ ცვლილებებს პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით უახლოეს სესიაზე განიხილავენ. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *