ახალი ამბებიეკონომიკა

1$=2.93₾ – ლარი რეკორდულ გაუფასურებას აგრძელებს

26 ივლისი, 2019 • 1909
1$=2.93₾  – ლარი რეკორდულ გაუფასურებას აგრძელებს

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 27 ივლისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9321 ლარი იქნება, რაც წინა დღის კურსზე 0.0150 ლარით მეტია.

წინა დღის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.9171 ლარი ღირდა. კომერციულ ბანკებში კი 1 დოლარის ყიდვა 2.97 ლარად იყო შესაძლებელი.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ღირებულება ოფიციალური კურსით 3.2637 ლარია, რაც წინა დღის კურსზე 0.0141 ლარით მეტია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი