ახალი ამბები

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარი თითქმის 3 ლარი ღირს

26 ივლისი, 2019 • 896
კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარი თითქმის 3 ლარი ღირს

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარი თითქმის 3 ლარი ღირს. “თიბისი ბანკში” ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.99 ლარად არის შესაძლებელი, იგივე ფასია “საქართველოს ბანკშიც”. “პროკრედიტ ბანკში” ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.97 ლარად არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ევროს, “თიბისი ბანკში” ერთი ევრო 3.34 ლარი ღირს, ერთი ევრო 3.34 ლარია “საქართველოს ბანკშიც”. რაც შეეხება “პროკრედიტ ბანკს”, აქ ერთი ევროს ფასი 3.30 ლარია.

13:14 საათისთვის ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარი 2.94 ლარი ღირს, თუმცა ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ კურსს, ანუ დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგს, დღის ბოლოს, 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქმედი გაცვლითი კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესში უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი