ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. როგორც მისმა თანაპარტიელმა გუბაზ სანიკიძემ ნეტგაზეთს უთხრა, დაკავება 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. დაკავება ქუჩაში განხორციელდა ტელეკომპანია რ2-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ. ამავე საქმეზე, როგორც ცნობილია, სულ 10-მდე ადამიანია ბრალდებული, მათ შორის პოლიტიკური ლიდერი ნიკა მელია. შსს-ს ოქრუაშვილის დაკავება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთში იმყოფებოდა და რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. … ვრცლად ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს