ახალი ამბები

ბოლო 4 თვეში ერთი ლიტრი საწვავი 20-30 თეთრით გაძვირდა

25 ივლისი, 2019 • 3174
ბოლო 4 თვეში ერთი ლიტრი საწვავი 20-30 თეთრით გაძვირდა

ლარის რეკორდული გაუფასურების კვალდაკვალ რეკორდულად ძვირდება საავტომობილო საწვავი. ბენზინგასამართი სადგურების ძირითად ქსელებში ერთი ლიტრი საწვავი ბოლო ოთხ თვეში თითქმის 30 თეთრით არის გაძვირებული.

ლუკოილი

25 ივლისის მდგომარეობით, ლუკოილის ქსელში გაძვირებულია ყველა ტიპის საწვავი. თუ 2019 წლის მარტში ლიტრი “რეგულარის” ღირებულება 2.25 ლარი იყო, დღეს 2.51 ლარი ღირს. ლიტრი “ევრო სუპერი” დღეს ღირს 2.69 ლარი, მარტში კი მისი შეძენა 2.46 ლარად იყო შესაძლებელი. გაძვირების საშუალო მაჩვენებელი არის 20-30 თეთრი და ფასები სხვადასხვა საწვავზე განსხვავებულად არის მომატებული.

ვისოლი

საწვავი გაძვირებულია ვისოლის ქსელშიც. თუ “ევრო რეგულარი” მარტში ღირდა 2.29 ლარი, დღეს ღირს 2.59 ლარი. “ეკო პრემიუმი” ღირდა 2.39 ლარი, ახლა ღირს 2.69 ლარი.  თუ “ეკო სუპერი” ღირდა 2.49 ლარი, დღეს მისი ფასი 2.78 ლარია. დაახლოებით მსგავსია ფასების ზრდის დინამიკა სხვა ტიპის საწვავზეც.

გალფი

გამონაკლი არ არის გალფის ქსელი. აქ “ევრო რეგულარი” 2.24 ლარი ღირდა მარტში, ახლა კი 2.54 ღირს. 2.54 ღირდა სუპერი, დღეს მისი ფასი 2.74 ლარია. ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სხვა ტიპის საწვავზე.

საწვავის ფასის ზრდის ტენდენციაა სხვა ბენზინგასამართ სადგურებზე, მათ შორის, მცირე ზომის ობიექტებზე. ჯერჯერობით, ბოლო თვეებში ფასი არ გაზრდილა გაზზე, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1.45 ლარია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი