ახალი ამბებიხელოვნება

გარდაიცვალა Blade Runner-ის ვარსკვლავი რუთგერ ჰაუერი

24 ივლისი, 2019 • 4566
გარდაიცვალა Blade Runner-ის ვარსკვლავი რუთგერ ჰაუერი

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო ფილმის, Blade Runner-ის ვარკვლავი, ნიდერლანდელი მსახიობი რუთგერ ჰაუერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახმა 24 ივლისს დაწერა, რომ ჰაუერი 19 ივლისს ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საკუთარ სახლში.

რიდლი სკოტის საკულტო ფილმის გარდა, ჰაუერი მონაწილეობდა ფილმებში Sin City და Batman Begins, თუმცა მის კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი როი ბეტის როლი აღმოჩნდა Blade Runner-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი