ახალი ამბები

მთავრობა რუსეთიდან ფრენებს 600 000 ევრომდე თანხით დააფინანსებს

24 ივლისი, 2019 • 2025
მთავრობა რუსეთიდან ფრენებს 600 000 ევრომდე თანხით დააფინანსებს

საქართველოს მთავრობა 600 000 ევრომდე თანხით დააფინანსებს ფრენებს საქართველოდან რუსეთის მიმართულებით და უკან ერევნის გავლით.

მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, დაგეგმილია, რომ გაფორმდეს „პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება“ ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისის ან ბათუმის აეროპორტიდან რუსეთში გაფრინდება ერევნის გავლით და პირიქით, რუსეთიდან ერევნის გავლით საქართველოში ჩაფრინდება;

დადგენილების თანახმად, დაფინანსდება ისეთი ფრენები, რომელთა ღირებულებაც 90 ევროს არ აღემატება.

ხელშეკრულების დეტალები

ხელშეკრულებას გააფორმებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. დადგენილებაში არ არის დასახელებული კომპანია, რომელიც კონტრაქტორი გახდება.

აღნიშნულ მარშრუტზე ამჟამად დაფრინავს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ [ყოფილი „აირზენა].

ხელშეკრულების დეტალები

20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები, მათ შორის, კომერციული ხასიათის. აკრძალვა 8 ივლისიდან შევიდა ძალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი