აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც 10 წელიწადზეა გათვლილი, აფხაზი სოციოლოგები და ეკონომისტები მუშაობენ.
“პირველად 20 წლის განმავლობაში აფხაზეთში მუშავდება სტრატეგია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი”- განაცხადა სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა ოლეგ დამენიამ.
მისი თქმით, სამუშაოების პირველმა ეტაპმა ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება და ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება აჩვენა.
“იმისათვის, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს, აუცილებელია ობიექტურად გამოვლინდეს მდგომარეობა, აქედან გამომდინარე დაიგეგმოს სამოქმედო გეგმა”,- მიიჩნევს დამენია.
2014 წლის ნოემბერში მინისტრთა კაბინეტმა და სტრატეგიული კვლევების ცენტრმა პრეზიდენტთან ერთად გააფორმეს ხელშეკრულება 10 წელიწადზე გათვლილი სტრატეგიის შემუშავებაზე. ოთხი თვის შემდეგ სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს “აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე 2025 წლამდე”, კონკრეტული მოქმედებების გეგმას წარადგენს.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |