ახალი ამბები

რუსი მოკრივე ორთაბრძოლისას მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა

24 ივლისი, 2019 • 606
რუსი მოკრივე ორთაბრძოლისას მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა

რუსი მოკრივე მაკსიმ დადაშევი სპორტული ორთაბრძოლისას მიღებული დაზიანებების შედეგად 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BBC-ის ცნობით, დადაშევი პარასკევს მერილენდის შტატში, პუერტორიკოელ მოწინააღმდეგესთან გამართული ასპარეზობისას დაშავდა და თავის ტვინის დაზიანება მიიღო. მოკრივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რუსეთის კრივის ფედერაციის განცხადებით, აღნიშნულზე გამოძიება უკვე დაიწყო. გენერალური მდივნის, უმარ კრემლევის თქმით, ასპარზობისას “გარკვეული სახის დარღვევას” ჰქონდა ადგილი. მისივე თქმით, ფედერაცია დაღუპულის ოჯახს ყოველმხრივ დაეხმარება.

მაკსიმ დადაშევი აშშ-ში საქმიანობდა. მას ინციდენტამდე გამართული 13-ვე ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული.

ფოტო გარეკანზე: World Boxing Council

 

მასალების გადაბეჭდვის წესი