ახალი ამბებირეკლამა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სტუმრად მარნეულის საზაფხულო სკოლაში

23 ივლისი, 2019 • 1644
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სტუმრად მარნეულის საზაფხულო სკოლაში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მარნეულის N2-ე საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის მოსწავლეებისათვის ლექციები გამართეს. საზაფხულო სკოლა, რომელიც 2017 წლიდან რეგულარულად იმართება, ძირითადად ეთნიკური უმცირესობებითაა წარმოდგენილი. 2019 წელს სკოლა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გარემოსდაცვით პრობლემატიკასაც მიეძღვნა.

ცენტრის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული აქტივობების გამოყენებით სკოლის მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიდნენ ისეთ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ზოგადი გარემოსდაცვითი პრობლემები, გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ნარჩენების მართვა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა.

სეზონისა და მუნიციპალიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით სკოლის მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ ინტერაქციული ლექცია-სემინარი ქვეწარმავლების შესახებ. მათ ინფორმაცია მიიღეს ქვეწარმავლების მნიშვნელობის, ქცევის, მათთან მოქცევის შესახებ და გაეცნენ საქართველოში გავრცელებულ გველების სახეობებს. სკოლის მოსწავლებს ასევე დაურიგდათ საინფორაციო ბროშურები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ქვეწრმავლებთან რეკომენდირებული და არარეკომენდირებული ქცევის წესები.

მასალების გადაბეჭდვის წესი