ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

28 იანვარი, 2015 • 1670
ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

ცხინვალი; ფოტო: serge-novikov.livejournal.com
ცხინვალი; ფოტო: serge-novikov.livejournal.com


“სამხრეთ ოსეთმა უკვე აღიარა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ამიტომ ჩვენ საპასუხო ნაბიჯს ვდგამთ და შემოგვაქვს წინადადება, ვაღიაროთ სამხრეთ ოსეთი, როგორც სუვერენული სახელმწიფო”, – განაცხადა კენჭისყრის დაწყებამდე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი კარიაკინმა.

ლუგანსკის პარლამენტის დეპუტატებმა ცხინვალთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილებაც მიიღეს.

 

თავდაპირველად ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცხინვალმა აღიარა. 2014 წლის 19 ივნისს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა დადგენილებას ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ. სამხრეთ ოსეთმა მაშინ ლუგანსკში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობაც აღიარა.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ლუგანსკის ოლქში ლუგანსკის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი 2014 წლის მაისში ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა 94%-მა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. იგივე მოხდა დონეცკშიც, რის შემდეგაც უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ “დონეცკის სახალხო რესპუბლიკა” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა” ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი