ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა ევრაზიული კავშირისგან სოჭის აეროპორტში “მწვანე დერეფანი” მიიღო

27 იანვარი, 2015 • 1164
სომხეთმა ევრაზიული კავშირისგან სოჭის აეროპორტში “მწვანე დერეფანი” მიიღო

სოჭის აეროპორტში, სომხეთიდან მომავალ ავიარეისებზე, მგზავრთა და ბარგის საბაჟო კონტროლი არ ხორციელდება. თუმცა სომხეთის მოქალაქეები სასაზღვრო და საიმიგრაციო კონტროლს გადიან.

 

სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის 10 ოქტომბერს, მინსკში მოეწერა. ევრაზიული კავშირის წევრთა შეთანხმებას  მომსახურების სფეროში სომხეთი საყოველთაო საფუძველზე შეუერთდა. რაც შეეხება საქონლით ვაჭრობის სფეროს, შეთანხმება ამ მხრივ 2022 წლამდე საერთო საბაჟო ტარიფზე ეტაპობრივ გადასვლას ითვალისწინებს.



  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.  


მასალების გადაბეჭდვის წესი