ახალი ამბები

გორში მუშა მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა და დაშავდა, დაწყებულია გამოძიება

22 ივლისი, 2019 • 1748
გორში მუშა მანქანის საბარგულიდან გადმოვარდა და დაშავდა, დაწყებულია გამოძიება

გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი ავტომობილის საბარგულიდან გადმოვარდა. qartli.ge-ის ინფორმაციით, ის ზილის მარკის ავტომობილში იმყოფებოდა და ხელში ბანერი ეჭირა, ქარის გამო კი ავტომობილიდან ბანერთან ერთად გადმოვარდა.

გამოცემის ინფორმაციით, მუშა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და მისი მდგომარეობა მძიმეა. მუშამ გადმოვარდნის შედეგად თავი დაარტყა.

შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

“ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი