ახალი ამბები

პეტერბურგში მოკლეს აქტივისტი ელენა გრიგორიევა

22 ივლისი, 2019 • 2466
პეტერბურგში მოკლეს აქტივისტი ელენა გრიგორიევა

21 ივლისის ღამით რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს. ამის შესახებ ტელეკომპანია “დოჟდი” იუწყება.

ტელეარხის თანახმად, პოლიციას პეტერბურგში მდებარე მოსკოვის რაიონის მოსახლემ მიმართა და განუცხადა, რომ ბუჩქებში ნახა ქალის ცხედარი, რომელსაც ზურგსა და სახეზე ჭრილობა აღენიშნებოდა. ასევე, ჰქონდა დახრჩობის ნიშნები. ცნობების თანახმად, სანამ იპოვიდნენ, ქალის ცხედარი დაახლოებით 12 საათის მანძილზე იყო ადგილზე.

საქმეზე  ეჭვმიტანილი კაცი უკვე დაკავებულია.

ელენა გრიგორიევა პეტერბურგის საპროტესტო აქტივობებში აქტიურად მონაწილეობდა. ის დაკავებულიც იყო წამებისა და რეპრესიების, ლგბტ თემის ჩაგვრის წინააღმდეგ აქციების დროს, ასევე, რეჟისორ ოლეგ სენცოვის მხარდამჭერი პროტესტისა და ინგუშეთში მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი დემონსტრაციებისას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი