ახალი ამბები

სასამართლომ რ2-ის წილების დაყადაღებაზე ოქრუაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

22 ივლისი, 2019 • 686
სასამართლომ რ2-ის წილების დაყადაღებაზე ოქრუაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნა რუსთავი 2-ის წილებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ ყადაღის დადებაზე უარი გვითხრა სრულიად სასაცილო მოტივით, რომ თითქოს მოთხოვნა ყადაღის თაობაზე უნდა შეგვეტანა სარჩელთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით გვქონდა 10-დღიანი ვადა იმისთვის, რომ სარჩელი წარგვედგინა”, – აცხადებს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილის განცხადებით, ოთხშაბათამდე მიიღებს გადაწყვეტილებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუ შეიტანოს სარჩელი და მასთან ერთად მოითხოვოს ყადაღა სასარჩელო მოთხოვნის სახით.

ოქრუაშვილის თქმით, სახეზეა შერჩევითი სამართალი, რადგან მათი მოთხოვნა ყადაღაზე სიტყვა-სიტყვით იმეორებდა ხალვაშის სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც 2015 წელს იმავე სასამართლომ დააკმაყოფილა და რ2-ის წილებს ყადაღა დაადო.

ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშს რ2-ის წილის 100 პროცენტს ედავება და სასამართლოში უჩივის.

მასალების გადაბეჭდვის წესი