ახალი ამბები

ივლისის მეორე კვირაში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით შემცირდა – თიბისი

22 ივლისი, 2019 • 790
ივლისის მეორე კვირაში რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით შემცირდა – თიბისი

თიბისის ინფორმაციით, ივლისის მეორე კვირაში 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით შემცირდა.

თუ პირველ კვირაში, სანამ პირდაპირი ფრენების აკრძალვა ძალაში შევიდოდა, საქართველოში 50 030 ტურისტი შემოვიდა, ივლისის მეორე კვირაში ტურისტების რაოდენობა 41 423-მდე შემცირდა. ივლისის მეორე კვირაში თვითმფრინავით ჩამოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობა 78.6%-ით არის შემცირებული.

რუსი ტურისტების შემცირების მიუხედავად, თიბისი-ში აცხადებენ, რომ სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მატების შედეგად, ჯამურად ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ დინამიკას შეინარჩუნებს. საჰაერო გზით ჩამოსული რუსი ტურისტი ქვეყანაში მეტ დროს ატარებდა, ამის საფუძველზე, თიბისიში მიაჩნიათ, რომ რუსი ტურისტების შემცირება, რიცხობრივზე მეტად მეტად ტურისტული შემოსავლებზე აისახება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრციის ინფორმაციით, ივნისში საქართველოში რუსეთიდან წინა წლის ივნისთან შედარებით, ვიზიტების ოდენობა 30.8%-ით გაიზარდა და ჯამში 152 155 შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი