ახალი ამბებირეკლამა

რუსუდან გოცირიძე: ციხე არის დამღა, რომელიც სახეზე ამოტვიფრულ ტატუსავითაა

28 ივლისი, 2019 • 1590
რუსუდან გოცირიძე: ციხე არის დამღა, რომელიც სახეზე ამოტვიფრულ ტატუსავითაა

რუსუდან გოცირიძე, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი:

„ყოფილი პატიმრების მიმართ არსებობს ეჭვნარევი და ნეგატიური დამოკიდებულება არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ, ძალიან ხშირად ეს მიდგომა არის სისტემატიზირებული. არიან ბიზნესორგანიზაციები, რომლებიც არა მხოლოდ თავისი თანამშრომლებისაგან ითხოვენ ნასამართლეობის ცნობას, არამედ მათი ოჯახის წევრებისგანაც. წარმოგიდგენიათ, სუპერმარკეტის კონსულტანტი შეიძლება ვერ გახდე, თუკი შენი ძმა, და, ქმარი, ცოლი ან შვილი ან მშობელი ციხეშია ან „ნაციხარია“… „ნაციხრობა“ არის დამღა, რომელიც სახეზე ამოტვიფრული ტატუსავითაა.

უპირველეს ყოვლისა, პენიტენციალური სისტემის პრობლემაა. ეს არის ინსტიტუცია, რომელიც მხოლოდ ორ ფუნქციას ასრულებს: დამნაშავის იზოლირებას ახდენს საზოგადოებისაგან და შურს იძიებს (უბრალოდ კი არ სჯის) პატიმარზე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო.

ციხიდან გამოსული ადამიანი არის დამსხვრეული ადამიანი, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და ემოციურად. არავის უნდა ასეთი ადამიანი არც სამსახურში, არც სამეზობლოში და არც საახლობლოში…

მე ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის გამოსწორებას მხოლოდ ცნობიერების ამაღლების კამპანიები არ უშველის. საჭიროა სახელმწიფო პროგრამები, რომ ამ ადამიანების საზოგადოებაში რეინტეგრაცია მოხდეს ისე, რომ არც „ნაციხარი“ იყოს სტიგმის მსხვერპლი და არც გარეთ მყოფი საზოგადოება, ოჯახის წევრები და ახლობლები მოყვნენ დანგრეული ადამიანების ნანგრევებში.“

მასალების გადაბეჭდვის წესი