“გააღვიძე ოლიგარქი” – ამ შეძახილებით მივიდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ.
“ჩვენ არ დავიღლებით. ყოველ საღამოს მოვუწყობთ ასეთ საღამოებს, რომ მშვიდად ვერ იძინოს ივანიშვილმა. გადააყენოს გახარია და ექნება საშუალება რომ მოემზადოს არჩევნებისთვის, თუ არადა ჩვენ აქ მოსვლით არ დავიღლებით, ” – ამბობს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ელგუჯა ბაგრატიონი.
აქციის მონაწილეები ივანიშვილის სახლთან ზღვის მხრიდან მივიდნენ. ენმ-ის აქცია შეკვეთილში ამ წუთებშიც [23:35 – 20 ივლისი] მიმდინარეობს. პლაჟზე მობილიზებულია პოლიცია.