ახალი ამბები

სალია ამბობს, რომ მელაძის მოხსნა არ იგეგმება, გაბუნია კი 2 თვეში მუშაობს გააგრძელებს

20 ივლისი, 2019 • 2326
სალია ამბობს, რომ მელაძის მოხსნა არ იგეგმება, გაბუნია კი 2 თვეში მუშაობს გააგრძელებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ არ იგეგმება არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის მოხსნა. მისივე თქმით, საქმიანობას 2-თვიანი შეზღუდვის შემდეგ წამყვანი გიორგი გაბუნიაც გააგრძელებს.

რამდენიმე საათით ადრე ნოდარ მელაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ  გათავისუფლებას ელის, ასევე – ჟურნალისტების სხვა კადრებით ჩანაცვლებას.

19 ივლისს რ2-ის კითხვაზე, იგეგმება თუ არა საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის შეცვლა, სალიამ განაცხადა: „არა. არაფერი არ იგეგმება“. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე მან თქვა: „ნოდარ მელაძე აგრძელებს [მუშაობას], მე მინდა მასაც შევხვდე“…

მოგვიანებით, 19 ივლისის საღამოს, არხის თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მელაძეს „მოლოდინი გაუცრუვდება, თუ ამას [მოხსნას] ელოდება“.

მან ასევე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიას მოეხსნება 2-თვიანი შეზღუდვა, რომელიც თვითრეგულირების საბჭომ პუტინის შეურაცხმყოფელი მიმართვის შემდეგ დაუწესა, იგი ჩვეულებრივად გააგრძელებს საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი