ახალი ამბები

ტუტანჰამონის ნიღაბი დაზიანდა, მას რესტავრაცია უტარდება [ფოტო]

26 იანვარი, 2015 •
ტუტანჰამონის ნიღაბი დაზიანდა, მას რესტავრაცია უტარდება [ფოტო]

თუმცა ქაიროს ეგვიპტური მუზეუმის ექსპერტები საკითხის შესწავლის შემდეგ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. გაურკვეველია, ნიღაბი წმენდის დროს დაზიანდა, თუ წვერი თავსითავად მოსცილდა მას?

BBC-ის ინფორმაციით, წებოს მსგავსი ნივთიერება ადვილად შესამჩნევია იქ, სადაც წვერი და ნიღაბი ერთმანეთს უერთდება. ერთ-ერთი კონსერვატორის თქმით, სწრაფად შრობადი წებოა გამოყენებული. ხოლო სხვა სპეციალისტმა დაამატა, რომ ნაწიბურები მოაფხიკეს, რამაც მცირე ნაკაწრები დაუტოვა ნიღაბს შეწებების ადგილას.

მუზემის დირექტორმა მაჰმუდ ალ ჰავაგიმ დაადასტურა, რომ ნიღაბზე შეიმჩნევა წებოვანი ნივთიერების კვალი. რესტავრატორების თქმით, ლაბორატორიული გამოკვლევის მიუხედავად, ნიღაბი სასწრაფოდ შეაკეთეს, რათა ექსპოზიციაზე დაბრუნებულიყო, რადგან არტეფაქტი ეგვიპტის ანტიკური კულტურის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს.

ეგვიპტური მედიის ცნობით, ტუტანჰამონის ნიღაბთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა ეგვიპტის სიძველეეების მინისტრმა მამდუ ელდამატიმ.

Ahram-ის ინფორმაციით, სამინისტრო აპირებს, რომ ნიღაბის რესტავრაცია ჩაატაროს და ამისთვის მოიწვია გერმანელი ქრისტიან ეკერმანი, ვინც მეტალის რეკონსტრუქციის სპეციალისტია.

ეკერმანმა Ahram-ს განუცხადა, რომ შეშფოთება ექსპონატის დაზიანებასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია. სპეციალისტის თქმით, 1922 წელს ტუტაჰამონის ნიღაბი ერთმანეთისგან განცალკევებით აღმოაჩინეს და ასე მიიტანეს ქაიროს ეგვიპტურ მუზეუმში. მხოლოდ 1941 წელს დააფიქსირეს წვერი ნიღაბთან.

ეკერმანის თქმით, წვერი ნიღაბთან წებოთია შეწებებული და არ არის საუკეთესო მასალა ექსპონატისთვის. მისი თქმით, რესტავრაცია ფრთხილად უნდა განხორციელებულიყო, თუმცა იგი გარდაუვალი იყო.

მინისტრმა ელდამატიმ განაცხადა, რომ ამის შესახებ მან ორი დღის წინ გაიგო, ხოლო ფოტოები, რომლებიც ინტერნეტით გავრცელდა, იყო ფოტოშოფით დამუშავებული ვითარების გასამძაფრებლად. მინისტრის განმარტებით, სამინისტრო არაფერს მალავს და 2014 წლის აგვისტოში ჩატარებული რესტავრაცია სპეციალურ ჟურნალშიცაა რეგისტრირებული.

ეკერმანის თქმით, ტუტანჰამონის ნიღბის რესტავრაციის მიზანია, რომ მოსცილდეს არტეფაქტს 2014 წლის აგვისტოში გამოყენებული მასალა და სხვა, შესაფერისი მასალით ჩაანაცვლონ.

მინისტრი მამდუ ალდამატი და ქრისტიან ეკერმანი პრესკონცერენციაზე, რომელიც ტუტნაჰამონის ნიღბის დაზიანებას მიეძღვნა. © EPA, 24.01.2015

22 იანვარს გავრცელებული ცნობით, ტუტანჰამონის ნირაბს მოსცილდა წვერი, რომელიც მუზეუმის თანამშრომლებმა ნაჩქარევად შეუფერებელი მასალით მიაწებეს.  © EPA, 24.01.2015

ქაიროს ევგიპტური მუზეუმი, სადაც ფარაონ ტუტანჰამონის ნიღაბი ინახება. © EPA, 24.01.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი