ახალი ამბები

ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, მოსახლეობა ქუჩებში გაიქცა – AP

19 ივლისი, 2019 • 3530
ათენში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, მოსახლეობა ქუჩებში გაიქცა – AP

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დღეს, 19 ივლისს, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.3 მაგნიტუდას შეადგენდა.

AP-ს თანახმად,  შეშინებული მოსახლეობა შენობებიდან ქუჩებში გაიქცა. BBC-ის ცნობით კი, ბიძგების შედეგად დედაქალაქის ნაწილში საკომუნიკაციო და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები მწყობრიდან გამოვიდა.

როგორც Greek Reporter ათენის ეროვნულ ობსერვატორიაზე დაყრდნობით იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი საბერძნეთის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი