სასამართლოს რეიტინგი ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია – IRI-ის კვლევა

IRI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასამართლოსადმი დამოკიდებულების მაჩვენებელი ინსტიტუტებს შორის საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

გამოკითხულთა მხოლოდ 23 პროცენტი აფასებს სასამართლოების საქმიანობას დადებითად, 59% – უარყოფითად, 18 პროცენტს სასამართლოების საქმიანობაზე მოსაზრება არ აქვს.

მითხარით თქვენი აზრი ჩამოთვლილი  ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ? – ასე იყო ფორმულირებული შეკითხვა, რომელსაც გამოკითხულები პასუხობდნენ. დადებითად; უარყოფითად; არ მაქვს მოსაზრება – ასეთი იყო პასუხების ჩამონათვალი.

ამ კუთხით ინსტიტუციებისაგან შედგენილ რეიტინგს საპატრიარქო ლიდერობს, მეორე ადგილზეა ჯარი, მესამეზე – მედია:

კვლევა IRI-ის დაკვეთით ჩაატარდა Baltic Surveys/The Gallup Organization-ის მიერ. საველე სამუშაოების დრო 2019 წლის 20 მაისიდან – 11 ივნისამდეა. სულ ქვეყნის მასშტაბით 1500 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუების გზით. IRI-ის განცხადებით კვლევა რეპრეზენტატულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com