ახალი ამბები

მოსკოვში დააკავეს აქტივისტი, რომელიც წითელ მოედანზე ცარიელი ფურცლით იდგა

19 ივლისი, 2019 • 1673
მოსკოვში დააკავეს აქტივისტი, რომელიც წითელ მოედანზე ცარიელი ფურცლით იდგა

მოსკოვში აქტივისტი მაქსიმ კონდრატიევი დააკავეს. მიზეზი, როგორც Current Time იუწყება, ისაა, რომ აქტივისტი წითელ მოედანზე ცარიელი ქაღალდით იდგა.

გამოცემის ცნობით, აქტივისტი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს. აქტივისტი ამბობს, რომ აქციას თავისუფლებისთვის მართავდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთში ცარიელი ფურცლებით პროტესტის გამო ადამიანს აკავებენ. მსგავსი რამ 2013 წელსაც მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი