ახალი ამბები

სტოლტენბერგი: მზად უნდა ვიყოთ ისეთი სამყაროსთვის, სადაც მეტი რუსული რაკეტა იქნება

18 ივლისი, 2019 • 1516
სტოლტენბერგი: მზად უნდა ვიყოთ ისეთი სამყაროსთვის, სადაც მეტი რუსული რაკეტა იქნება

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთთან ახალი ბირთვული სარაკეტო ხელშეკრულების გასაფორმებლად დრო იწურება. სტოლტენბერგის თქმით, თუ რუსეთი შეთანხმებას ხელს 2 აგვისტომდე არ მოაწერს, “მოზომილ თავდაცვით” ზომებს მიიღებენ:

“ჩვენ მომზადებულები უნდა ვიყოთ სამყაროსთვის, სადაც რუსეთს მეტი ჭურვები აქვს”, – თქვა სტოლტენბერგმა BBC-სთან.

საუბარია ხელშერულების გაგრძელებაზე, რომელიც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა და მოკლე რადიუსის ბირთვული ჭურვების აკრძალვას ეხება.

მიმდინარე წლის თებერვალში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებას გაახანგრძლივებს და რუსეთი მათ დარღვევაში დაადანაშაულა. რუსეთმა ბრალდებები უარყო, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ შეთანხმებას არ დაუბრუნდება და ახალი შეიარაღებული სისტემის გეგმა დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი