ახალი ამბები

მთავრობა გორის ქარის ელექტროსადგურის პრივატიზაციას გეგმავს

18 ივლისი, 2019 • 968
მთავრობა გორის ქარის ელექტროსადგურის პრივატიზაციას გეგმავს

მთავრობა “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” პრივატიზაციას გეგმავს. მთავრობის 10 ივლისის განკარგულებით ეკონომიკის სამინისტროს დაევალა “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან” და “ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან” ერთად, ელექტროსადგურის 100%-იანი წილის გასასხვისებლად სამოქმედო გეგმა შეიმუშაოს.

სამინისტრო ვალდებულია, ელექროსადგური აუქციონის წესით გაასხვისოს, ხოლო პროვატიზაციის გეგმა დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგინოს.

საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 6 ოქტომბერს შევიდა. ელექტროსადგურ “ქართლის” პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდისა” და “საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურმა” განახორციელა. პროექტის სრული ღირებულება 34 მლნ აშშ დოლარი იყო, საიდანაც 24 მლნ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხია, ხოლო 10 მლნ დოლარი — საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი