ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან – ცხინვალი

17 ივლისი, 2019 • 2482
განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან  – ცხინვალი

ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის “ცხელი ხაზის” საშუალებით მიიღეს ინფორმაცია, რომ  “განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები, სარმატ გაბარაევი და ანდრეი კაბისოვი, საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს – ისინი დღეს, 17 ივლისს სოფელ ერგნეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადავიდნენ”. საქართველოს ხელისუფლებას ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ან განცხადება არ გაუკეთებია.

ცხინვალის წარმომადგენლის, იგორ ნანიევის ცნობითვე, ერთ-ერთი დაკავებული დაჭრილია.

“ამჟამად განიხილება სამხრეთ ოსეთისთვის მათი დაუყოვნებლივ გადმოცემის საკითხი”, – ამბობს იგორ ნანიევი, დე ფაქტო შს მინისტრი.

მისივე განმარტებით,  იქამდე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს საზღვარზე დამნაშავეების შესაძლო გადასვლის შესახებ აცნობა.

რაც შეეხება თავად სარმატ გაბარაევსა და ანდრეი კაბისოვს, ცხინვალის ცნობით, 16 ივლისს შსს თანამშრომლებსა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნაში მყოფ სარმატ გაბარაევსა და ანდრეი კაბისოვს შორის სროლა მოხდა, რა დროსაც პოლიციის ერთი თანამშრომელი და ერთი დამნაშავე დაიჭრა.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი