ახალი ამბები

ვისაც სურს საქართველოსთვის რუსული ბაზარი დაიხუროს, ქვეყნის მტერია – ივანიშვილი

17 ივლისი, 2019 • 1468
ვისაც სურს საქართველოსთვის რუსული ბაზარი დაიხუროს, ქვეყნის მტერია – ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის რუსეთის, როგორც საექსპორტო ქვეყნის, ჩანაცვლება მარტივი არ არის. ამასთან, ივანიშვილი ამბობს, რომ წლების განმავლობაში საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება ხდებოდა, თუმცა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მტრებს უწოდებს მათ, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ეს ბაზარი უნდა დაიკეტოს.

“ისინი, ვინც ამბობენ, რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის, ევროპის ბაზარიო და კეთილი ინებეთ… ამ სიტყვას არ ამბობენ, სალანძღავი სიტყვებით მიგვანიშნებენ… ესენი არიან უმეცრები, უცოდინრები. რუსული ბაზარი აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ. თუ ყურადღებას მიაქცევთ, ამ ბაზრისთვის თვითონ ევროპელები როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რუსეთის ბაზარზე დამკვიდრებას, განვითარებული ევროპის ქვეყნებიც კი. რუსული ბაზრის ჩანაცვლება იოლი არავისთვის არ არის, მათ შორის, ევროპელებისთვის და, მით უმეტეს, ჩვენთვის. პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა მარტივი არ არის და ამას წლები სჭირდება. რუსეთში ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია და მას მომხმარებელი ჰყავს. წლების განმავლობაში, როცა რუსეთის ბაზარი დაკეტილი იყო, დივერსიფიკაცია [ბაზრის] მოხდა და ეს პროცესი გრძელდება. იმის მსურველები, რომ  რუსული ბაზარი დაიკეტოს და საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს, ქვეყნის მტრები არიან”, – აცხადებს ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი