ახალი ამბებირეკლამა

ბილაინის მხარდაჭერით თავისუფალ უნივერსიტეტში ჰაკათონი ჩატარდა

17 ივლისი, 2019 • 712
ბილაინის მხარდაჭერით თავისუფალ უნივერსიტეტში ჰაკათონი ჩატარდა

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრის, ბილაინის მხარდაჭერით, თავისუფალ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის კამპუსში ჰაკათონი სახელწოდებით „სულ სხვა ჰაკათონი“ ჩატარდა.

„სულ სხვა ჰაკათონის“ ორგანიზატორი ახალგაზრდული გაერთიანება EUhack-ია, რომელიც ხელმძღვანელობს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებს და ორიენტირებულია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე. მარათონში ტრადიციულად მონაწილეობა მიიღეს ახალგზრდა ინჟინრებმა, პროგრამირების სპეციალისტებმა, დეველოპერებმა და დიზაინერებმა, რომლებიც გაერთიანდნენ ერთი იდეის გარშემო – შექმნან ინოვაციური პროდუქტი ან განავითარონ უკვე არსებული.

„სულ სხვა ჰაკათონი“ განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და ნაცვლად 48 საათისა, დაახლოებით 27 საათი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში მონაწილეებმა შეიმუშავეს იდეა, მისი განხორციელების გზა და ჟიურის წინაშე წარადგინეს. ფინალში გადასულ მონაწილე გუნდებს უკვე დაევალათ საკუთარი იდეების განხორციელება, პროტოტიპების შექმნა და პრეზენტაციის სახით წარმოდგენა. ჰაკათონის პირველი ეტაპი 29-30 ივნისს გაიმართა და მასში 180-მდე მონაწილე იყო ჩართული. გამოვლენილი 11 ფინალისტი კი 14 ივლისს წარსდგა ჟიურის წინაშე და 3 საპრიზო ადგილი გაინაწილა:

[checklist]

  • პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა Wave Tech ხელთათმანის შექმნისთვის, რომლის მეშვეობითაც უსინათლო ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია აკრიფოს შეტყობინება და გააგზავნოს;
  • მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Cash Flow, რომელმაც შექმნა აპლიკაცია და ვებგვერდი საქართველოში ტურისტების რაოდენობის გაზრდისა და მათთვის ინოვაციური მომსახურებების შეთავაზებისთვის;
  • მესამე საპრიზო ადგილი კი დაიკავა გუნდმა კოკო – აპლიკაცია, რომელიც ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს მცენარეების დარგვისა და მოვლის მსურველებს.

[/checklist]


ბილაინის შესახებ

ბრენდი ბილაინი (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო  ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com

 

მასალების გადაბეჭდვის წესი