ახალი ამბები

2020 წელს კახეთის გზატკეცილზე მაკდონალდსი გაიხსნება

17 ივლისი, 2019 • 1015
2020 წელს კახეთის გზატკეცილზე მაკდონალდსი გაიხსნება

2020 წელს კახეთის გზატკეცილზე მაკდონალდსი გახსნა იგეგმება. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის 2 ივლისის განკარგულებით, კახეთის გზატკეცილზე  7001 კვ.მ ტერიტორია თემურ ჭყონიას კომპანიას 761 500 ლარად საკუთრებაში გადაეცა.

განკარგულების თანახმად, კომპანია “თ და კ რესტორნებს” ვალდებულია, ეს თანხა 30 დღეში დაფაროს, ხოლო ერთ წელში “მაკდონალდსი” ააშენოს. საპრივატიზაციო ხელშეკრულებით კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას, რომ 6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი