ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის I რაუნდის განმეორებით მატჩში თბილისის “საბურთალომ” ტირასპოლის “შერიფთან” 1-3 წააგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე გავიდა.
პირველი მატჩი, რომელიც ტირასპოლში გაიმართა, “საბურთალოს” 0-3 ჰქონდა მოგებული.
თბილისში 16 ივლისს გამართულ მატჩში მე-10 წუთისთვის “საბურთალო” 0-3-ს აგებდა. 59-ე წუთზე ‘საბურთალოს” მხრიდან გოლი როლოვიჩმა გაიტანა. შემდეგ ეტაპზე “საბურთალო” ხორვატიის ზაგრების დინამოს შეხვდება.