ახალი ამბები

საქართველო 2021 წელს ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

15 ივლისი, 2019 • 1097
საქართველო 2021 წელს ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს  კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი  გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს, 15 ივლისს მიუნხენში FIBA EUROPE -ის ბორდმა მიიღო.

საქართველოს გარდა, მომავალი ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში ჩატარდება. კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 4 ქვეყანაში ევრობასკეტის თითო ჯგუფის თამაშები ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს, ჯგუფებიდან გასული გუნდების შემადგენლობით, გერმანია უმასპინძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი