ახალი ამბები

მრგვალ ბაღში კალაძეს თვალზე ხელაფარებული აქტივისტები დახვდნენ

13 ივლისი, 2019 • 1183
მრგვალ ბაღში კალაძეს თვალზე ხელაფარებული აქტივისტები დახვდნენ

აქტივისტები, რომლებიც 20 დღეზე მეტია, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავენ, მრგვალ ბაღში მისულ თბილისის მერს თვალახვეულები დახვდნენ. პერფორმანსი მათ დღეს, 13 ივლისს მოაწყვეს.

“დღეს კახი კალაძეს მოუწია ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემა ასეთი ფლეშმობის ფონზე.

ჩვენ ვიქნებით ყველგან და მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში შეგიქმნით დისკომფორტს მანამ, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება!” – წერია მოძრაობის – “თავისუფლებისთვის” – ვებგვერდზე, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე პროტესტს აორგანიზებს.

ახვეული თვალი 20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაგომის მოთხოვნით მიმდინარე პროტესტის სიმბოლოდ იქცა. აღნიშნული ჟესტი ეხმიანება ფაქტს, როცა დარბევისას სპეც. რაზმელთა მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის გამო ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა.

გარეკნის ფოტო: Facebook/თავისუფლებისთვის – For Freedom

მასალების გადაბეჭდვის წესი