როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მათ მუდმივი კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საელჩოსთან უკრაინაში და დაღუპული ქარველი მებრძოლის შესახებაც არაოფიციალური წყაროებით ფლობენ ინფორმაციას. თუმცა ქართულ მხარეს უკრაინის ოფიციალური უწყებები ამ ფაქტს ვერ უდასტურებენ და მიმდინარეობს მოკვლევა.
“თუ დადასტურდა ეს ყველაფერი, ოფიციალურად შემოგვივა, მაგრამ არაოფიციალური წყაროებით ვიცით ეს ყველაფერი ჩვენც. ჩვენ საელჩოს უკრაინის შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია მუდმივად აქვს თავდაცვის სამინისტროსთან და ა.შ. ისინი ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ აღნიშნულ ფაქტს. ჩვენც ღია წყაროებით და არაოფიციალურად ვიცით ჯერჯერობით ეს ყველაფერი,” – გვითხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
“ეხოკავკასის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრორუსმა სეპარატისტებმა დონეცკის აეროპორტთან ცეცხლი გახსნენს, რის შედეგადაც უკრაინის 93-ე ბრიგადაში მებრძოლი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, რამდენიმე დაჭრილი მებრძოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.