ახალი ამბებირეკლამა

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

12 ივლისი, 2019 • 1097
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები ესტუმრნენ.

სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილი ნავთლუღის ქვესადგური და სასწავლო ცენტრი. ცენტრში მოწყობილ სასწავლო პოლიგონზე  სტუდენტებმა  მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში

ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს. ახალგაზრდა კადრების მოზიდვა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილია. სსე ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, მასში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ენერგეტიკისა და მონათესავე ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს, აძლევს მათ საშუალებას, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის  სასწავლო ცენტრში სრულიად უფასოდ გაიარონ სტაჟირების პროგრამა და შემდგომ დასაქმდნენ კომპანიაში.

მსგავსი ტიპის შეხვედრებისაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაშიმომავალშიც გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი