ახალი ამბები

პირმა, რომელმაც მერს “განდონი“ უწოდა, სასამართლოში დაამტკიცა, რომ მწერალს გულისხმობდა

12 ივლისი, 2019 • 7487
პირმა, რომელმაც მერს “განდონი“ უწოდა, სასამართლოში დაამტკიცა, რომ მწერალს გულისხმობდა

უკრაინის ქალაქ ტეტიევის ერთ-ერთმა მცხორებმა ამავე ქალაქის მერს “განდონი“ უწოდა, სასამართლოში კი დაამტკიცა, რომ სინამდვილეში არა შეურაცხყოფას, არამედ ფრანგ ფანტასტიკოს მწერალს – ივ განდონს გულისხმობდა. ამის შესახებ currenttime წერს.

ინციდენტი 2019 წლის აპრილში, ტეტიევის საქალაქო შეკრების დროს მოხდა. შეკრებაზე ერთ-ერთი მდინარეში თევზის პოპულაციის გაზრდას განიხილავდნენ, რა დროსაც პირმა ქალაქის მერზე მითითებით თქვა, რომ “ასეთი განდონები ტყუილებს წერენ“.

მერმა მომხდარის შემდეგ ტეტიევის საოლქო სასამართლოს მიმართა, რომელმაც პირი 51 გრივნათი (2 აშშ დოლარზე ნაკლები) დააჯარიმა. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც მოსარჩლემ დაამტკიცა, რომ იგულისხმა არა რაიმე სახის შეურაცხყოფა, არამედ ფრანგი ფანტასტიკოსი მწერალი.

“მოსარჩლე ამტკიცებდა, რომ მისი ოპონენტი, ფრანგი ფანტასტიკოსის მსგავსად, ფანტასტიკურ და დაუჯერებელ რაღაცებს ყვებოდა“

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ მოსარჩლეს მერის შეურაცხყოფა უნდოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი