ახალი ამბები

დეკანოიძე, ქარდავა, სანიკიძე და ღლონტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს

12 ივლისი, 2019 • 872
დეკანოიძე, ქარდავა, სანიკიძე და ღლონტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს

შსს-ში ოპოზიციის წარმომადგენლები – ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი – 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით, გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” უწყებაში განუცხადეს.

სამინისტროს ცნობით, ისინი დაბარებულნი არიან 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ნიშნავს.

შსს 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიებას ორი მუხლით აწარმოებს: ზემოთ ხსენებული 225-ე და 315-ე მუხლებით. ეს უკანასკნელი გულისხნობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი