ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი დეპუტატები აშშ-ს ორმაგი სტანდარტის გამო აკრიტიკებენ

15 იანვარი, 2015 • 1103
აზერბაიჯანელი დეპუტატები აშშ-ს ორმაგი სტანდარტის გამო აკრიტიკებენ

აზერბაიჯანის პარლამენტი; ფოტო: trend.az
აზერბაიჯანის პარლამენტი; ფოტო: trend.az


“ამერიკის შეერთებულ შტატებში რასიზმის პრობლემა არსებობს. ბარაკ ობამას კანის ფერმა, ფაქტობრივად, ვერ აღმოფხვრა რასობრივი დისკრიმინაცია ამერიკაში და ეს პრობლემა ქვეყანაში ამ დრომდე არსებობს”, – განაცხადა აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა ზახიდ ორუჯმა.


დეპუტატმა ყურადღება ილამოფობიაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ “11 სექტემბრის შემთხვევის შემდეგ ამერიკელები ცდილობენ ყველაფერში მუსლიმები დაადანაშაულონ”.

 

ორუჯმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით კრიტიკის მიზეზს ვერ ხედავს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების ორმაგი სტანდარტის პოლიტიკაზე ისაუბრა დეპუტატმა მუსა გასიმლიმ. მისი აზრით, ეს მკვეთრად ვლინდება ამერიკის ქმედებებში აზერბაიჯანის მიმართ და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხში.

 

გასიმლის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყირიმში თავისი პროდუქციის გაყიდვა აკრძალა.

“სამაგიეროდ ისინი ყოველდღიურად უყოფენ მთიანი ყარაბაღის სეპარატისტებს ფინანსურ სახსრებს. როგორ გავიგოთ ეს? ამერიკა აღიარებს ეგრეთწოდებულ სომხურ გენოციდს, მაგრამ არ აღიარებს ხოჯალის გენოციდს. აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხებს მძევლად აჰყავთ აზერბაიჯანელები, თუმცა ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები არ რეაგირებს. აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის თვალთმაქცობა. სანამ ამერიკა გააგრძელებს ამ ორმაგ თამაშს, მისი იმიჯი მსოფლიოს თვალში დადაბლდება”, – განაცხადა დეპუტატმა.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი