ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირისგან 28 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს უსაფრთხოების გასაძლიერებლად

11 ივლისი, 2019 • 1334
საქართველო ევროკავშირისგან 28 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს უსაფრთხოების გასაძლიერებლად

საფინანსო შეთანხმებას „უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად” დღეს, 11 ივლისს, ბათუმში მოეწერა ხელი, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

28 მილიონი ევრო უსაფრთხოების გაძლიერებისთვის დაიხარჯება. მათ შორის პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტს, როგორიცაა გადაუდებელი კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მხარდაჭერა.

ასევე, ხელი მოეწერა საფინანსო შეთანხმებას „ევროკავშირი საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად”.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მოაწერა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან- ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების დირექტორმა ლორენს მერედიტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი