ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 11 ივლისისთვის 2.8542 იქნება, რაც წინა დღის კურსზე 0.0554 ლარით ნაკლებია.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევორსთან მიმართებითაც გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 3.2027 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის კურსზე 0.0572 ლარით ნაკლებია.
ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დაწესებული კურსით ლარი დოლართან რეკორდული მაჩვენებლით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ღირებულება გუშინდელი კურსით 2.90 ლარი იყო, ევროსი კი- 3.25 ლარი.
აქამდე ლარის გაუფასურების ისტორიული მაჩვენებელი მიმდინარე წლის 27 ივლისს დაფიქსირდა, როცა ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.87 ლარი გახდა.
