ახალი ამბები

ბაკურციხეში ვაზი დაიწვა – ხანძარი ლიკვიდირებულია

10 ივლისი, 2019 • 1082
ბაკურციხეში ვაზი დაიწვა – ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

ცეცხლი ვენახში გაჩნდა, რის შედეგად დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.

საგანგებოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი