ახალი ამბები

ВОВА, დაიბრუნე შენი ნამესტნიკი – საპროტესტო აქცია ქუთაისში

10 ივლისი, 2019 • 884
ВОВА, დაიბრუნე შენი ნამესტნიკი – საპროტესტო აქცია ქუთაისში

“ВОВА, დაიბრუნე შენი ნამესტნიკი,“ – ქუთაისში, თეთრ ხიდზე ამ შინაარსის ბანერი გადმოფინეს. ბანერზე  შინაგან საქმეთა მინისტრის თვალამოთხრილი ფოტო იყო დატანილი, რომელსაც თავზე შარავანდედად პუტინი ედგა.

9 ივლისს გამართული აქცია-პერფორმანსით ქუთაისელმა აქტივისტებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა 20 ივნისის მოვლენები და ქვეყნის ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

“დიდი ბანერი გადავკიდეთ თეთრ ხიდზე, რომელსაც ეწერა “გახარია წადი”, ამ აქცია-პერფორმანსს იქამდე გავაგრძელებთ, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „პოსტერუმ ქუთაისის“ წევრი ცოტნე ამაღლობელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი