ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

14 იანვარი, 2015 • 1105
სომხეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე სურენ კარაიანი საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

 

სტეფან ბარსეგიანი ტერიტორიული მართვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა და ეს თანამდებობა კარენ ისახანიანმა დაიკავა.

 

ტერიტორიული მართვის მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ არტაშეს ბახშიანმა თანამდებობა შეინარჩუნა, ისევე, როგორც საგანგებო სიტუაციების მინისტრის ყოფილმა მოადგილეებმა- დავით კარაპეტიანმა და აიკარამ მხიტარიანმა – წერს “ვესტნიკ კავკაზა”.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი