ახალი ამბებისამართალი

თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10 ივლისი, 2019 • 1280
თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

დღეს, 10 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თაღლითური განზრახვით დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა, რომ 30 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ შეეძლო დახმარებოდა მას ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების განულებაში.

როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით ბრალდებულმა ხსენებული თანხიდან მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი